logo
ENG



პოდოლიაკი: ხერსონში დაიბომბა სახანძრო სადგური, ეს არის "რუსული ზავის" არსი

06 იან 202319:08
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: ხერსონში დაიბომბა სახანძრო სადგური, ეს არის "რუსული ზავის" არსი

რუსეთის მიერ გამოცხადებული "საშობაო ზავის" მიუხედავად, 6 იანვარს მთელს უკრაინაში საჰაერო განგაში იყო. უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ოკუპანტებმა ხერსონში სახანძრო სადგური დაბომბეს.

"6 იანვარი - საჰაერო განგაში უკრაინის მასშტაბით. ბავშვები ისევ ცივ თავშესაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. ეს არის "რუსული ზავის" არსი: ზურგში დარტყმა, დუმილის იმიტაცია. ასე რომ, "არასდროს", არასდროს მიიღოთ რუსეთის სიტყვები სერიოზულად. ეს ყოველთვის პრიმიტიული და ცინიკური ტყუილია", - აცხადებს პოდოლიაკი.

გუშინ რუსეთის პატრიარქი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება. 


close დახურვა